მამუკა მდინარაძე – ხანდახან მიხეილ სააკაშვილიც კი სიმართლეს ამბობს – „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არც ერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არ აქვს შანსი ბარიერი გადალახოს

ხანდახან ც კი სიმართლეს ამბობს ხოლმე, გაუჭირდებათ სხვა პარტიებს. იცის იმათი რეიტინგი, მისი მოსაზრება კი არ არის სწორი, რეიტინგები უდევს წინ და წამოსცდა, რომ ამ რეიტინგების მიხედვით, ვერც ერთი სხვა პარტია ბარიერს ვერ ლახავს, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ „თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება“.
მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” გარდა, არც ერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არ აქვს შანსი, ბარიერი გადალახოს, ვინაიდან, მათი რეიტინგები 4 პროცენტსაც ვეღარ აღწევს.
„ხანდახან მიხეილ სააკაშვილიც კი სიმართლეს ამბობს ხოლმე, გაუჭირდებათ სხვა პარტიებს. იცის იმათი რეიტინგი, მისი მოსაზრება კი არ არის სწორი, რეიტინგები უდევს წინ და წამოსცდა, რომ ამ რეიტინგების მიხედვით, ვერც ერთი სხვა პარტია ბარიერს ვერ ლახავს. ჩვენც გვაქვს ეს რეიტინგები და შემიძლია დავუდასტურო – რა დრო დადგა, სააკაშვილს ვუდასტურებ რაღაცებს, მაგრამ რეიტინგებში მართლა ასეა. წამოსცდა იმ ადამიანს, რომ მხოლოდ „ნაცმოძრაობაა“, რომელიც ლახავს ბარიერს ოპოზიციიდან. სხვა პარტიებს არ აქვთ გამარჯვების შანსი იმიტომ, რომ 4 პროცენტზეც ვეღარ არიან, იმიტომ, რომ ერთ-ერთ პარტიას 3 და რაღაც ჰქონდა ერთი პერიოდი და გულწრფელად გეტყვით, ესეც აღარ აქვს. არც ერთ პარტიას არ აქვს მინიმალური შანსიც კი, რომ ბარიერი გადალახოს და წაიკითხა იმ კაცმა ეტყობა რეიტინგები და უკვე წამოსცდა პირდაპირ ეთერში – ეს იყო და ეს”, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …