მამუკა მდინარაძე – საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი როგორ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, იცით? გოიმი რომ ორ წიგნს კითხულობს, არც მეტს და არც ნაკლებს და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს ენდობა

ეს ლევან ბერძენიშვილი რეკორდსმენია, როგორც მ ამხილა იმაში, რომ ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, ვერც სოკრატე გაიგო, ვერც მითოლოგია გაიგო, ვერც ფროიდი გაიგო, ასე თუ ლაპარაკობს ოიდიპოს მეფეზე, ვერცერთი გაუგია და რაღა ველაპარაკოთ, – ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმად, ლევან ბერძენიშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივაზე მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ „მალე ოიდიპოს მეფეც აიკრძალება“.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მითოლოგიაში ოიდიპოს მეფის დედაზე გაუცნობიერებელი ამბავი ხდება და ამის შესახებ ვინმემ უთხრას ბერძენიშვილს, „იქნებ, შეიძლება გაგიჟდეს ამაზე, დაბურძგლოს“.
„საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი როგორ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, იცით? გოიმი რომ ორ წიგნს კითხულობს, არც მეტს და არც ნაკლებს, ზუსტად ორი წიგნი რომ აქვს გოიმს წაკითხული და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს ენდობა, აი, ასეთი მიმდინარეობაა საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი და თავის მხრივ, ეს ლევან ბერძენიშვილი რეკორდსმენია, როგორც ირაკლი მ ამხილა იმაში, რომ ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, ვერც სოკრატე გაიგო, ვერც მითოლოგია გაიგო, ვერც ფროიდი გაიგო, ასე თუ ლაპარაკობს ოიდიპოს მეფეზე, ვერცერთი გაუგია და რაღა ველაპარაკოთ. გაუმხილეთ, ვიღაცამ უთხარით, რომ მითოლოგიაში, იქ, რაღაც გაუცნობიერებელი ამბავიც იყო დედამისთან დაკავშირებით-თქო და მოუყევით ერთი, ვინმემ, იქნებ, შეიძლება გაგიჟდეს ამაზე, დაბურძგლოს. სასწაული ამბავია, ასეთი გოიმობა და ამ გოიმობის „ტრენდის“ ქვეშ ხალხის მოტყუება არის საშინელება. ასეთ „ტრენდს“ აყოლა, ვითომ მოგონილ „ტრენდს“ აყოლა – ამაზე დიდი გოიმობა არ არსებობს, რასაც ისინი აკეთებენ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.