მამუკა მდინარაძე – საუკეთესო პიროვნულ თვისებებთან ერთად, ირაკლი კობახიძემ შეიძინა უდიდესი გამოცდილება და მოახერხა 40 000 -ზე მეტ წევრიანი პარტიის მართვა, სადაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო მენეჯმენტი
ირაკლი კობახიძეს აქვს განსაკუთრებული უნარი, ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში შეინარჩუნოს სიმშვიდე, ცივ გონებაზე მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილებები. პოლიტიკოსისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, არ არის მარტივი, ყველას აქვს თავისი ემოცია, ამ ემოციების მართვა ლიდერს განსაკუთრებულად სჭირდება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას” განუცხადა.
როგორს მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს აქვს ინოვაციური ხედვები ქვეყნის მოწყობასთან, განვითარებასთან დაკავშირებით, დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო მოწყობის სხვა მიმართულებებით.
მისივე თქმით, საუკეთესო პიროვნულ თვისებებთან ერთად, ირაკლი კობახიძემ შეიძინა უდიდესი გამოცდილება და მოახერხა 40 000 -ზე მეტ წევრიანი პარტიის მართვა, სადაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო მენეჯმენტი.
ადამიანი, რომელსაც უნდა ვუსურვოთ და დარწმუნებულებიც ვართ, რომ წარმატებული იქნება, უნდა გამოირჩეოდეს საუკეთესო პიროვნული თვისებებით – სამშობლო უნდა უყვარდეს, წესიერი ადამიანი უნდა იყოს. ეს თვისება განსაკუთრებულად ჩანს, ოპონენტებიც კი ვერ ლაპარაკობენ ვერაფერს ცუდს მის წესიერებაზე, პროფესიონალიზმზე. საუკეთესო პიროვნულ თვისებებთან ერთად, [ირაკლი კობახიძემ] შეიძინა, დააგროვა უდიდესი გამოცდილება, მან მოახერხა 40 000 -ზე მეტ წევრიანი პარტიის მართვა, სადაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო მენეჯმენტი. მას აქვს განსაკუთრებული უნარი, ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში შეინარჩუნოს სიმშვიდე. პოლიტიკოსისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თვისებაა, არ არის მარტივი, ყველას აქვს თავისი ემოცია, ამ ემოციების მართვა ლიდერს განსაკუთრებულად სჭირდება. მან ქართულ პოლიტიკაში შემოიტანა ეს განსაკუთრებული ნიშა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანს შეუძლია სიმშვიდე შეინარჩუნოს, მიიღოს ცივ გონებაზე პრაგმატული გადაწყვეტილებები. ამასთან ერთად, აღსანიშნავია მისი კომუნიკაბელურობა, მაგალითად, ყოველთვის ყველა ჟურნალისტი და ოპონენტი აღნიშნავდა, რომ მასთან პირადი ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გასაკვირია კრიტიკა, რომ ირაკლი კობახიძეს ეკონომიკური მიმართულებით გამოცდილება არ აქვს.
„საპარლამენტო რესპუბლიკაში [ირაკლი კობახიძე] ხელმძღვანელობდა პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც განსაზღვრავდა ეკონომიკურ პოლიტიკას, კანონები იქმნებოდა ამ მიმართულებით, კონცეფციები და მიმართულებები განისაზღვრებოდა და ეკონომიკური მიმართულებით გამოცდილება არ აქვს რას ნიშნავს? პირიქით, თავის თავი რომ პროფესორები გონიათ ამ მიმართულებაში, ბევრზე კარგად ერკვევა ამ საკითხებში და ეს ჩანს ბევრი მისი თუნდაც გამოსვლიდან, დამოკიდებულებიდან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – მას აქვს ინოვაციური, ორიგინალური ხედვები ქვეყნის მოწყობასთან, განვითარებასთან დაკავშირებით, დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო მოწყობის სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.