მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილი არის, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი

არის, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი,- ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები.
მდინარაძემ პრეზიდენტთან მიმართებით აღნიშნა, რომ როდესაც გაქვს სურვილი, ოდნავ მაინც იყო ობიექტური, ერთი სიტყვა მაინც უნდა თქვა იმაზე, რომ ქვეყანაში კარგი პროცესები მიმდინარეობს.
„ხაზგასმით ვამბობ, როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი იმისა, რომ ოდნავ მაინც იყო ობიექტური, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც კარგი ხდება, როდესაც ამას ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები გეუბნებიან, აბსოლუტურად ყველა სფეროსთან მიმართებით. გახსოვთ, წინა დღეებში, კვირებში, თვეებში გამოქვეყნებული უამრავი კვლევა და ანგარიში ასეთი ორგანიზაციების. არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ გაუხმოვანებია [სალომე ზურაბიშვილს] არც ერთი მესიჯი – ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ