მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე – ნიკა გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას – რაც დათესეს, ის მოიმკეს

ნიკა გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიმართ. რაც დათესეს, ის მოიმკეს, სამწუხაროდ – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სთვის აეროპორტში კვერცხების სროლას ეხებოდა.
მისივე თქმით, ყველაფერი ცუდი სისხლის სამართლის დანაშაული არაა.
„[კვერცხის სროლა] გუშინ გამოხატვის თავისუფლება იყო და დღეს… ამბობდა, მე არასდროს მჯეროდა ამის. მეორე საკითხია არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული. გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიმართ. რაც დათესეს, ის მოიმკეს, სამწუხაროდ. ყველაფერი ცუდი სისხლის სამართლის დანაშაული არაა. მორალურად შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ყველაფერი არ არის დანაშაული. დანაშაული არის მხოლოდ ის, რაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში, სხვა სახის დანაშაული არ არსებობს. მაგრამ სამართალდარღვევა თუ არის, ამის კვალიფიკაციის მინიჭებას არ ვაპირებ, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი ვარ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.
აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. მომხდარის გამო, სალომე ზურაბიშვილმა საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება.