მამუკა მდინარაძე – როდესაც ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ მთავრობის ყველა განკარგულება გახდეს საჯარო, ამან ზოგიერთი ადამიანი ძალიან შეაშინა, მათ შორის გახარიას გუნდის წარმომადგენლები

როდესაც ირაკლი მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გახარიას გუნდს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში თუ მის გარეთ, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, , პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას მთავრობის განკარგულებების გასაჯაროების შესახებ.
მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი მედია და გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება სთვის მიეწერათ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება რეკონსტრუქციის მიზეზით, სწორედ გახარიას თანამდებობაზე ყოფნის დროს შეჩერდა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, „ნაც-მედია“ და გახარიები ერთად ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის. დღეს, ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობის დროს, მის მიერ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული რეკონსტრუქციის მოტივით. ახლა, თუ შეგიძლიათ დაუსვით ერთი კითხვა, თუ არადა მე დავუსვამ აქედან რიტორიკულ შეკითხვას – სად არის რეკონსტრუქცია? რეკონსტრუქციის მნიშვნელობა ყველამ ვიცით ხომ? რომ გათიშეს ეს საიტი, შესაბამისი გვერდი და დააწერეს რეკონსტრუქცია, ამდენი წელი გავიდა იმის შემდეგ, ვიღაცამ ხომ დაიწყო რეკონსტრუქცია, სად არის ეს ადამიანი, სად არის შედეგი, ერთი წარწერა მაინც შეიცვალა? – არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა, გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობის ყველა გადაწყვეტილება აბსოლუტურად დამალული გახდა და სამწუხაროდ, შემდეგ მიმდინარე პრაქტიკა გაგრძელდა”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში გამოუქვეყნებელი განკარგულებები ერთ დღეში გამოქვეყნდეს, სპეკულაციურია, ვინაიდან ყველა განკარგულების ასახვას დრო სჭირდება, თუმცა, ამაზე პიარის აგებას მაინც შეეცდებიან.
„ხომ ძალიან კარგად იცით, რომ თითის ერთი „დაწკაპება“ ამას არ შველის, მთელი სისტემატიზაცია სჭირდება ამდენი წლის გადაწყვეტილებების ატვირთვას, დღეს ითხოვენ, რამდენად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა, რომ ახლა თურმე ერთ დღეში ვიღაც უნდა ადგეს და სამი წლის გადაწყვეტილებები ერთად ატვირთოს, ამას თვეები სჭირდება, ხომ არ არის მარტივი ამბავი? დაიმახსოვრეთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ამაზე ააგებენ პიარს – „ახალს კი აქვეყნებს, მაგრამ სად არის ძველი“. ამის [განკარგულებების გასაჯაროების] წინააღმდეგი არავინ არის დარწმუნებული ვარ, მით უმეტეს, განსაკუთრებით, , რომელიც ყველამ კარგად გაიცანით, მაგრამ ამას სჭირდება დიდი დრო. ახლა სპეკულაციურად დაიწყებენ იმაზე საუბარს, რატომ არ აქვეყნებს ძველ გადაწყვეტილებებს, რასაც არ სჭირდება ცოტა დრო და ასე მარტივად ვერ გამოქვეყნდება”, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელმაც აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მთავრობის განკარგულებების ნაწილი ვებ-გვერდის რეკონსტრუქციის გამო არ გამოქვეყნდა.
მდინარაძის განცხადებით, რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, გახარიას გუნდმა იცრუა და ამას ადასტურებს მათი რეაქციაც, ვინაიდან თავის მართლება დაიწყეს.
„ეს სამწუხაროდ, არ არის ერთი კვირის და ერთი თვის ამბავი, შეიძლება მომავალში გამოჩნდეს, მაგრამ რეალურად, მათ იცრუეს, მაშინაც გუნდის შიგნით და ახლაც, საჯაროდაც, რომ რეკონსტრუქცია იყო ამის მიზეზი. არანაირი რეკონსტრუქცია, შედით ახლავე საიტზე და ნახავთ, რომ არანაირი რეკონსტრუქცია იმ საიტზე არ განხორციელებულა.ქურდს რომ ქუდი ეწვის, ამ პრინციპით გამოვარდნენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და დაიწყეს თავის მართლება, არადა უბრალოდ დასახელებული იყო თარიღი და ამ თარიღში პრემიერი იყო გიორგი გახარია, რომელიც გუნდის შიგნითაც კი გვეუბნებოდა, რომ რეკონსტრუქცია მიდის და ეს გაიწელა დროში. ტყუილია ის ამბავი, რომ რეკონსტრუქცია იყო. მარტივად დამტკიცებადია, რისი რეკონსტრუქცია მოხდა? არაფრის რეკონსტრუქცია არ მომხდარა, ე.ი. ყალბი საბაბით გააჩერეს უბრალოდ ამ გადაწყვეტილებების ატვირთვა. ჩვენც მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ხდება რეკონსტრუქცია, რა იყო მოტივი – გამოჩნდება დროთა განმავლობაში”, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო“ – პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს