მამუკა მდინარაძე – მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას – გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაც

მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაც.
„მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებელს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე. ბუნებრივია, ჰეროინისა და მარიხუანას მოხმარებაზე ერთნაირი დამოკიდებულება არ იქნება.
ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო