მამუკა მდინარაძე ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით “გირჩის” ინიციატივაზე: …ვნახოთ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მ აცხადებს, რომ “გირჩის” ინიციატივაზე პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით „მსჯელობა შეიძლება”.
უფრო კონკრეტულად, მდინარაძემ აღნიშნა, რომ თუ ინიციატივა სხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც მოიპოვებს მხარდაჭერას, მასზე მსჯელობა შეიძლება.
“ჩემი აზრით, ეს არის უმცირესობის უმცირესობის აზრი და თუკი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, არა ფართო მასებში, არამედ გარკვეულ წრეებში მაინც, შეიძლება ამაზე მსჯელობა, მაგრამ გონია, რომ ეს მაინცდამაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა, შეიძლება ამაზე მსჯელობაც. აბა ვნახოთ, იაგოს [ხვიჩია] “გირჩის” მოსაზრებას გასცდება თუ არა ეს კანონპროექტი და მერე ვილაპარაკოთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ჩანს “ანტიამერიკული განწყობა”, შესაბამისად, “გირჩი” აპირებს პარლამენტში პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შეტანას.
“ჩვენ შემოვიტანთ კანონპროექტს ლობიზმის დასაშვებად და შევამოწმებთ “ქართულ ოცნებას” თუ მართლაც იგივე უნდა, რასაც ამერიკული კანონი არეგულირებს”, – აცხადებს ხვიჩია.

“გირჩის” მოსაზრება იხილეთ აქ

ასევე დაგაინტერესებთ