მამუკა მდინარაძე – „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ ქაოსია – დავალებები ვერ შეასრულეს და ეს დაბნეულობა, აგონია, ერთმანეთის ლანძღვა, გადაბრალება, დამუნათება სწორედ ამის ბრალია

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ქაოსია – დავალებები ვერ შეასრულეს და ეს დაბნეულობა, აგონია, ერთმანეთის ლანძღვა, გადაბრალება, დამუნათება სწორედ ამის ბრალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ასეულობით მილიონი დოლარის სანაცვლოდ, „თავიანთ პატრონებს ჰპირდებოდნენ, რომ შეცვლიდნენ ხელისუფლებას და ქვეყანას ომში ჩართავდნენ“, თუმცა ვერცერთი ვერ შეასრულეს.
„კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ქაოსია იმიტომ, რომ მათ საკუთარი დავალების მიმცემების, დამფინანსებლებისა და პატრონების წინაშე მათზე დაკისრებული და აღებული მოვალეობები ვერ შეასრულეს. ისინი იმ ასეულობით მილიონი დოლარის სანაცვლოდ თავიანთ პატრონებს ჰპირდებოდნენ, რომ ქვეყანაში შეცვლიდნენ ხელისუფლებას და ამ ქვეყანას ომში ჩართავდნენ. ვერცერთი ვერ შეასრულეს, პატრონებიდან განაწყენებაა, შიგნით ქაოსია. ეს დაბნეულობა, აგონია, ერთმანეთის ლანძღვა, გადაბრალება და დამუნათება სწორედ ამის ბრალია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო