მამუკა მდინარაძე – კანონმდებლობის მიხედვით, ახლა სიების ჩახსნა არ შეიძლება – 2/3-ის კი არა, 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას ვცნობთ

ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას არაფრიდან, ნულიდან – მათი პერსპექტივა არის ნული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისივე მტკიცებით, იმ უბნებზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორები არ იყვნენ, არანაირი დარღვევა არ ყოფილა.
„არსად, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები არ იყვნენ, ფოთოლი არ გარხეულა, ხოლო სადაც იყო ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული აპოკალიფსის დახატვით, იქ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები სცემდნენ ამომრჩევლებს. ამ მომენტამდე ვინმემ პასუხი გაიგეთ, რა უნდოდათ ახმეტელ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს ისნის საარჩევნო უბანზე? ვინმემ რამე იცით? – არაფერი, უნდოდათ პროვოკაცია და მერე ვიღაცას რომ ეთქვა, თითქოს ძალადობრივი საარჩევნო გარემო იყო. სხვაგან, სადაც არ პროვოკატორობდნენ „ნაცები“და მისი კლასტერის წარმომადგენლები, აბსოლუტურად, არანაირი დარღვევა არ ყოფილა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, პარლამენტის წევრებს ხმათა უმრავლესობით შეუძლიათ დეპუტატთა მინიმუმ 2/3-ის უფლებამოსილების ცნობა.
„მათ [ოპოზიციამ] კანონის კითხვა, ან არ იციან ან მავნებლები არიან. ჩვენ უნდა განვმარტოთ. მათი თქმით, 100 მანდატია საჭირო ლეგიტიმაციისთვის. არა, 2/3-ის უფლებამოსილების ცნობა უნდა განახორციელოს პარლამენტმა უმრავლესობით, ანუ 2/3-მა კი არა 2/3-ის. აი, აქ იტყუებიან. კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მინიმუმ 2/3-ის უფლებამოსილება უნდა ცნოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ანუ 76 მანდატი საკმარისია. 2/3-ის კი არა ყველას უფლებამოსილებას ვცნობთ, აბსოლუტურად.
რაც შეეხება სიების ჩახსნას, კანონმდებლობის მიხედვით, ახლა სიების ჩახსნა არ შეიძლება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ საუბარი ს გაყალბებაზე არასერიოზულია.
„რა გაყალბებაზე, რის გაყალბებაზე ლაპარაკობენ. მათი დათვლებით 40% გვქონდა და 54% მივიღეთ, ანუ 300 000-მდე ხმის გაყალბებაზე საუბრობენ, წარმოგიდგენიათ. ერთი რაღაც შემთხვევა იყო და 4 კამერა იღებდა, ისიც დადგმული“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?