მამუკა მდინარაძე – ვინ გადაუხადა, თვითონ ალეკო ელისაშვილმა ილაპარაკოს ამაზე

ვინ გადაუხადა თვითონ [ალეკო ელისაშვილმა] ილაპარაკოს ამაზე, თორემ მაგ კაცს არაფერი პატრიოტული და არაფერი გულისამაჩუყებელი, თვითონ რომ უყუჩდება ხოლმე ვითომ და ძალით ვაჟკაცობს, ასეთი არაფერი გააჩნია, ყველამ ნახეთ. ასეთი ლაჩრული საქციელი, ალბათ, კაცს ვერ წარმოუდგენია დედამიწის ზურგზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მას ასეთი არაკაცური არაფერი უნახავს.
“ასეთი არაკაცური არაფერი მინახავს, ასეთი მიპარვით, ქურდული რაღაცა, ასეთი ლაჩრული მიპარვა ადამიანზე, ამაზრზენია. მე მგონი, ერთადერთი, რამაც გააბედვინა, ეს არის, რომ პოლიტიკოსის თმენის ვალდებულება აქვს, თორემ გუშინ არ გავუცნივარ და ამას ვერ გაბედავდა ნამდვილად. ნუ, რას ვიზამთ, პოლიტიკოსებს ასეთი რაღაცების ატანა გვიწევს, როგორც ჩანს. მტკიცებულებაც გავახმოვანე, თქვენმა კოლეგებმა ოპოზიციური ტელევიზიების წარმომადგენლებმა ის “მესიჯი” იციან დეტალურად, რა მტკიცებულებაც [აჩვენებს], როგორ მოდიოდა პირადად ჩემზე მსგავსი დაკვეთა. ეს დაკვეთა ვერ შეასრულა სხვამ და შეასრულა ალეკო ელისაშვილმა. მტკიცებულებაა ამისი. ალბათ, არ ეგონა, ასეთი “მესიჯი” თუ მოწერილი იქნებოდა ჩემთან. ვინ გადაუხადა თვითონ ილაპარაკოს ამაზე, თორემ მაგ კაცს არაფერი პატრიოტული და არაფერი გულისამაჩუყებელი, თვითონ რომ უყუჩდება ხოლმე ვითომ და ძალით ვაჟკაცობს, ასეთი არაფერი გააჩნია, ყველამ ნახეთ. ასეთი ლაჩრული საქციელი, ალბათ, კაცს ვერ წარმოუდგენია დედამიწის ზურგზე”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, „მოქალაქეების“ ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ელისაშვილმა მდინარაძეს ხელი გაარტყა.
ამის შემდეგ, დარბაზშივე, ალეკო ელისაშვილს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – საქმე გვაქვს „ქართული ოცნების“ მორიგ „ვირეშმაკობასთან“ – უმრავლესობა ცდილობს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი უცებ შემოაცუროს, მით უმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება