მამუკა მდინარაძე: ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვუერთდებით და ვგმობთ ს ფედერაციის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა.
როგორც მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რუსეთის მსგავსი ქმედება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა.
„ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვუერთდებით და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას. ეს ოკუპანტი მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში და შეურაცხმყოფელი დარღვევაა. თუ რაზე მიანიშნებს დარღვევის ეს ხარისხი, ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად იაზრებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …