მამუკა მდინარაძე – დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ჩვენი გენეტიკური კოდი – ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას და დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს

ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ 9 აპრილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, 9 აპრილი არის იმის მაგალითი, რომ ქართული საზოგადოება თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს.
„ეს არის დღე, რომელიც ერთდროულად ასოცირდება ერთი მხრივ, დიდ ტკივილთან, რომელიც იმ ადამიანების დაღუპვას თან სდევდა, რომლებიც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და მეორე მხრივ, 2 წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სიმბოლიზმმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ თარიღს, დიდი სიხარული შესძინა. ამავდროულად, ეს არის გმირობის და ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. დამოუკიდებლობა, თავისუფლება ეს არის მთავარი ღირებულება, რისთვისაც ქართველები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ჩვენი გენეტიკური კოდი. ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას. ნებისმიერი რამის ფასად ის შეძლებს უზრუნველყოს, რომ იყოს თავისუფალიც, დამოუკიდებელიც და დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს