მამუკა მდინარაძე – ბექა ოდიშარიას ოპოზიციონერი ქალებისთვის არ მიუმართავს, ელაპარაკებოდა თავის მეგობარს – უნდა მიხვდე, რომ ვიღაც პაპარაცულად გადაგიღებს, ბექამ ეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ამასობაში უხამსობაც გამოუვიდა

[ს] არცერთი მათგანისთვის [ოპოზიციონერი ქალისთვის] არ მიუმართავს, ელაპარაკებოდა თავის კოლეგას და მეგობარს – უნდა მიხვდე, რომ ვიღაც პაპარაცულად გადაგიღებს. ჩემი აზრით, ბექამ ეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ამასობაში უხამსობაც გამოუვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოდიშარიას ეს რომ ოპოზიციონერი ქალებისთვის ეთქვა, “გაცილებით ცუდი რაღაც იქნებოდა”.
“ბექა ოდიშარიას ის სიტყვები არა თავისი კოლეგისთვის და უმრავლესობის წევრისთვის, არამედ მათთვის რომ ეთქვა, მე მექნებოდა გაცილებით ხისტი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა ის უხამსობა მაინც მიუღებელია ჩემთვის.
არცერთი მათგანისთვის [ოპოზიციონერი ქალისთვის] არ მიუმართავს, ელაპარაკებოდა თავის კოლეგას და მეგობარს.
სახლი და პარლამენტი განსხვავდება. უნდა მიხვდე, რომ ვიღაც პაპარაცულად გადაგიღებს. ჩემი აზრით, ბექამ ეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ამასობაში უხამსობაც გამოუვიდა. ეს რომ მათთვის [ოპოზიციონერი ქალებისთვის] ეთქვა, გაცილებით ცუდი რაღაც იქნებოდა”, – აღნიშნა მდინარაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, რომ ბექა ოდიშარიამ უხამსად ანა ნაცვლიშვილს მიმართა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ სთვის არ უთქვამს, უთხრა დიტო სამხარაძეს სხვებზე რაღაც.
“ანა ნაცვლიშვილისთვის არ უთქვამს. უთხრა დიტო სამხარაძეს სხვებზე რაღაც. სახლში შეიძლება უარესი ჰქონდეს ნათქვამი და ვამბობ, რომ ესეც არ ვარგა. ეს რომ ყოფილიყო მისი [ანა ნაცვლიშვილის] მიმართულებით ნათქვამი, ჩვენი დამოკიდებულება იქნებოდა გაცილებით მკაცრი, მაგრამ ახლა რაღაცა უთხრა დიტო სამხარაძეს და თქვენ პაპარაცულად გადაუღეთ, ასეთი დამოკიდებულება არ გვექნება”, – განახადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.