მამუკა მდინარაძე – ახლა ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა სთხოვს, რომ გადმოსცენ დამნაშავეები

ახლა უკვე ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა სთხოვს, რომ გადმოსცენ დამნაშავეები, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიმართვას ზურაბ ადეიშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით.
მდინარაძის თქმით, სამწუხაროა ის, რომ ევროპის ქვეყნებში თავისუფლად „დასეირნობენ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც უმაღლესი სტანდარტით დადასტურებულია დანაშაულები.“
„სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ევროპის ქვეყნებში თავისუფლად დასეირნობენ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც უმაღლესი სტანდარტით დადასტურებულია დანაშაულები. რომლებმაც ასევე გაასაჩივრეს სტრასბურგის სასამართლოში და იქაც წააგეს. ახლა უკვე ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა სთხოვს, რომ გადმოსცენ დამნაშავეები. ასევე, ჩვენ მეგობარ ზე, რომლის წარმომადგენლებიც ტყუილებითა და ულტიმატუმებით ელაპარაკებიან მეგობარ საქართველოს, რომელმაც 600-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერა ხელი, სადაც ჰააგის სასამართლოში ს გასამართლებაზეც იყო საუბარი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, რუსეთის აგრესიისგან ზიანის შემსუბუქების მიზნით. რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელი ლტოლვილია საქართველოში, რომელიც შევიფარეთ. სკოლები და ბაღები გავხსენით, სადაც უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სწავლა და ამ ყველაფრის ფონზე მათგან ძალიან ცუდ მესიჯებს წავაწყდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 11 მარტს საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …