მამუკა მდინარაძე – აშშ-ში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან FARA-ს რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები – რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს FARA-ს პრაქტიკიდან

ამერიკის შეერთებულ შტატებში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან FARA-ს რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები. შესაბამისად, ის ერთადერთი არგუმენტი, რაც მე თქვენგან მოვისმინე, არის აბსოლუტურად ცრუ ნარატივი რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ანუ „FARA-ს“ პრაქტიკიდან, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონში არცერთი აკრძალვა არ არის.
„პირველ ხანებში ჰქონდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მთელი რიგი აკრძალვები, მათ შორის, -ში აკრძალვებია, ფრანგულ კანონმდებლობაშიც აკრძალვებია, არცერთი აკრძალვა ქართულ კანონში არ არის და თქვენ იტყუებით ყველა ჯერზე, როდესაც ამას ლაპარაკობთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა