მამარდაშვილი “ატლეტიკოში” ობლაკის შეცვლის მთავარი კანდიდატია

საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, შეიძლება კარიერა “ატლეტიკოში” გააგრძელოს.
Atlético Madrid News-ზე El Chiringuito-ს ჟურნალისტი ალექს სილვესტრე წერს, რომ იან ობლაკის წასვლის შემთხვევაში, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მამარდაშვილი იქნება. სილვესტრემ ადრეც რამდენჯერმე გვაუწყა, რომ “როხიბლანკო” გიორგის სამსახურითაა დაინტერესებული.
ქართველ მეკარეს “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას 35 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა.