ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

დღეს, ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი, 17 და 19-წლამდე გუნდების წილისყრა გაიმართა, სადაც ორივე ასაკობრივ ჯგუფში, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფები დაკომპლექტდა.
ლაშა ფირცხალაიშვილის 19-წლამდე ნაკრები, ელიტ რაუნდში – ნორვეგიას, შვედეთს და ესტონეთს დაუპირისპირდება. მატჩების თარიღების და მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გიორგი ხიზანიშვილის 17-წლამდე ნაკრები, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად – პოლონეთს, სლოვენიას და სომხეთს შეხვდება. მატჩების თარიღების და მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
nakrebi.ge