მაკრონი ერისადმი მიმართვაში საუბარს უკრაინაზე გეგმავს

საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს, 5 მარტს ერისადმი სიტყვით მიმართვას გეგმავს. ის შეეცდება როგორმე დააცხროს შეშფოთება ფრანგ ამომრჩევლებში, რაც შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საერთაშორისო წესრიგში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება.
ევროპის სახელმწიფოები თავდაცვის ხარჯების გაზრდასა და უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებას ცდილობენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.
„ამ დიდი გაურკვევლობის ჟამს, როცა მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე იმყოფება, მე საღამოს სიტყვით მოგმართავთ“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე. მიმართვა ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე ტელეეთერით გადაიცემა.
მაკრონის მიმართვა წინ უსწრებს ხუთშაბათს, 6 მარტს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტს, რომელიც ევროპის თავდაცვის საკითხებს ეძღვნება. სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
„ჩვენ ახალ ეპოქაში შევდივართ და მასში ყველა უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა სოფი პრიმასმა პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებთან და დასძინა: “ევროპა ძლიერია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს უსაფრთხოებაში”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია