მაკრონი: დასავლეთის ჯარები შეიძლება შევიდნენ ურაინაში, თუკი რუსეთი ფრონტს გაარღვევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კვლავ დაუშვა ში ნატოს სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის შესაძლებლობა, ასევე გაფრთხილება გამოთქვა უპრეცედენტო საფრთხეების შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, ეჭვქვეშ აყენებს ევროპის კავშირის მომავალს.
ინტერვიუში მაკრონმა გაიმეორა ახლახან სორბონაში წარმოთქმულ სიტყვაში წარმოდგენილი თეზისები. მაშინ მან სხვათა შორის განაცხადა, რომ „ევროპა შეიძლება დაიღუპოს“, თუკი არ იზრუნებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები კვლავაც საგრძნობლად ნაკლებს ხარჯავენ თავდაცვისთვის, ვიდრე ან ჩინეთი. ამასთან, ერთ კონტინენტზე იმყოფებიან ზესახელმწიფოსთან ერთად, რომელსაც ბირთვული იარაღი მოეპოვება და რომელმაც ომი წამოიწყო (იგულისხმება ). მაკრონის სიტყვებით, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როცა ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებენ შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების იმედად ყოფნას ისე, როგორც ახლა. მაშინ მათ თავად მოუწევთ საკუთარი თავის დაცვა.
მაკრონის სიტყვებით, ევროპას ესაჭიროება „სტრატეგიული ავტონომია“, მათ შორის ეკონომიკის, მასალებისა და ენერგომატარებლების მიწოდების საკითხებში. ამისთვის აუცილებელია სტრუქტურული რეფორმები. საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, ევროპისთვის კიდევ ერთი საფრთხე დაკავშირებულია პოლიტიკურ დესტაბილიზაციასთან, კერძოდ, ანტილიბერალურ ძალებთან, რომელთა წონა სულ უფრო მეტად იზრდება.
მაკრონის თქმით, რუსეთმა, რომელმაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მთლიანად გაწყვიტა კავშირი საერთაშორისო სამართალთან და წესრიგთან და ამასთან ევროპული უსაფრთხოებისთვის მუქარად იქცა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე მოსკოვი ცდილობდა ამის წარმოდგენას „სპეციალურ ოპერაციად“ (რუსეთის ხელისუფლება ამ ტერმინს დღემდე იყენებს), მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ის „ტოტალურ ომზე“ გადავიდა.
შეკითხვას, კვლავაც არ გამორიცხავს თუ არა ის უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას, მაკრონმა დადებითად უპასუხა. „არაფერს არ გამოვრიცხავ, ვინაიდან ჩვენ ვუპირისპირდებით იმას, ვინც თავად არ გამორიცხავს არაფერს,“ თქვა მან. მაკრონის თქმით, უკრაინისთვის მოკავშირეთა მხრიდან დახმარებისთვის საზღვრების განსაზღვრა მხოლოდ ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს. „უკანასკნელი კვირების განმავლობაში მრავალი ქვეყანა აცხადებდა, რომ ესმით ჩვენი მიდგომა, ეთანხმებიან მას და ის სწორად მიაჩნიათ,“ თქვა მაკრონმა ქვეყნების დაუსახელებლად. უკრაინაში ნატოს ჯარების შესაძლო გაგზავნას საჯაროდ მხარი დაუჭირა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ, უფრო მეტმა გამორიცხა ეს.
მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთმა არ უნდა მოიპოვოს უკრაინაზე გამარჯვება და სწორედ ეს მიზანი უნდა განსაზღვრავდეს ს მოკავშირეთა მოქმედებებს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მოცემულ მომენტში დღის წესრიგში არ დგას ჯარების გაგზავნის საკითხი, მაგრამ ის შეიძლება დადგეს, „თუკი რუსები ფრონტს გაარღვევენ და თუ იქნება ამის მოთხოვნა უკრაინისგან“. ჯარების გაგზავნის აპრიორი გამორიცხვა, მისი სიტყვებით, შეცდომა იქნებოდა. მაკრონმა გაიმეორა, რომ თავდაპირველად ნატოს წევრმა ქვეყნებმა უარი თქვეს უკრაინისთვის ტანკებისა და თვითმფრინავების გაგზავნაზე, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს.
ადრე მაკრონი და მისი მთავრობის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა შესაძლებელი იქნებოდა ოდესის ან კიევის დაპყრობის საფრთხის შემთხვევაში. ამავე დროს საფრანგეთის წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ ლაპარაკი არ იქნება საფრანგეთის ჯარების უშუალო მონაწილეობაზე ბრძოლებში მოწინავე ხაზზე.
მაკრონის თანახმად, ევროპისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს „დამარცხების სული“. საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, მოიშორონ ის და უფრო თამამად გაატარონ, მისი თქმით, აუცილებელი რეფორმები. „პოლიტიკა ეროსისა და თანატოსის დაპირისპირებაა (სიყვარულისა და სიკვდილის განსახიერება ძველბერძნულ მითოლოგიაში – რ. თ.)… თუკი ევროპელები ეროსის მხარეს იქნებიან, ისინი მხოლოდ ასე შეძლებენ გამკლავებას. ნუ გეშინიათ, იყავით ძლიერები,“ თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის ქვეყნებში ივნისში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები. გამოკითხვა ნათელყოფს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში წარმატებას შეიძლება მიაღწიონ მემარჯვენე პოპულისტურმა ძალებმა, მათ შორის იმათ, რომლებიც უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი უკრაინის დახმარების აუცილებლობის მიმართ. გამოკითხვები მოწმობს, რომ საფრანგეთში მაკრონის მომხრეებიც ჩამორჩებიან „ნაციონალური გაერთიანების“ მხარდამჭერებს. მაკრონმა ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი მათ კრიტიკას დაუთმო.
უკანასკნელი თეების განმავლობაში მაკრონი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მწვავე კრიტიკოსად გვევლინება. დასავლელ ლიდერთაგან სწორედ ის იყო პირველი, ვინც გამოთქვა აზრი უკრაინაში ნატოს ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ. ამავე დროს მისი კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ უკრაინისთვის დახმარების მოცულობით საფრანგეთი ჩამორჩება გერმანიას, რომლის ხელისუფლებამ არ დაუჭირა მხარი უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი