მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან აჰმედ ალნუაიმისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩმა მიულოცა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კავშირები ინტენსიურად ვითარდება. განხილულ იქნა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხი. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.
მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად