მაკა ბოჭორიშვილი – „MEGOBARI აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი – ჯო უილსონი საქართველოსთან არამეგობრული ურთიერთობების განვითარებას ლობირებს

„MEGOBARI აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი – კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთან არამეგობრული ურთიერთობების განვითარებას ლობირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს შესახებ არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს და საქართველოსთან არამეგობრულ დამოკიდებულებაში არის ჩართული.
„აღნიშნული აქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის დამაზიანებელი ეფექტის მომტანი იქნება. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ “MEGOBARI აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ის ვინც ლობირებს ამ დოკუმენტის მიღებას, რა თქმა უნდა, ვერ განიხილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერების მომხრედ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – მათ ენაზე ვეტყვი – რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ – ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ