მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა – ევროპელი პარტნიორებისგან ვხედავთ ამ პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს

საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა და ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ვხედავთ ამ პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე არ იწვევენ საქართველოს წარმომადგენლებს და შემდეგ „მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველო არ მონაწილეობს ამ ღონისძიებებში“.
„როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ბოლო პერიოდში, დეზინფორმაციულად გამოიყენება მსგავსი განცხადება, თითქოს საქართველომ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, რაც აბსოლუტური მანიპულაციაა. საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი. საუბარია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, შემდგომ მოლაპარაკებებზე, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება ევროკავშირის მხარემ უნდა მიიღოს. შესაბამისად, საკითხის ამგვარად გამოყენება სრული დეზინფორმაცია და მანიპულაციაა.
რაც შეეხება კონკრეტულ მოწვევას, ვხედავთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გამოიყენება ერთადერთი მიზნისთვის, რომ როგორღაც მოახდინონ ამ ღონისძიებებით დღის წესრიგის შექმნა. არ იწვევენ საქართველოს წარმომადგენლებს ამ ღონისძიებებზე და შემდგომ, მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველო არ მონაწილეობს ამ ღონისძიებებში. საქართველოს არანაირად არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის არის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და პირიქით, ჩვენ ვხედავთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ – ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები, ვერც ჯგუფურობა