მაკა ბოჭორიშვილი – სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს

ერთგვარად ჩართულია იმ თამი, რა თამაშსაც საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს, – ასე შეაფასა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაშია საქართველოს ხელისუფლებასთან და იმ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, რომელიც შეიძლება საქართველოსთვის საზიანო იყოს.
„სამწუხაროდ, პირველად არ ხდება ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაჟღერებული განცხადებები შემდგომ, მარტივად რომ ვთქვათ, დიპლომატიურ უხერხულობებს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, რომელსაც არც საფუძველი ჰქონდა და არც ნებართვა, რაც შეეხებოდა საქართველოს მიერ სანქციების დაწესებას, ახლა უკვე ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. შეიძლება ითქვას, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს. სალომე ზურაბიშვილს უწევს თუ ასრულებს გარკვეულ როლს ამ თამაშში. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით რა პასუხები გაეცა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ერთ ან მეორე განცხადებას, რომელიც ნამდვილად ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემას და მარტივად რომ ვთქვათ, დიპლომატიურ უხერხულობას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც ის აღნიშნავს, მთავრობის თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი არის მისი მხრიდან ერთგვარი განაცხადი, რომ „ის არ ემორჩილება არც კონსტიტუციას, არც კანონს და შესაბამისად, თავისი სურვილების საფუძველზე მოქმედებს“.
„ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორია მისი სურვილები. ფაქტობრივად, ის ოპოზიციაში უდგება საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, რომელიც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო იყოს, ვინაიდან მას კონსტიტუციური თანამდებობა აქვს. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როცა მისი თანდასწრებით კეთდება ისეთი განცხადებები, როგორიც ამჯერადაც მოვისმინეთ და ოფიციალური პირი ამ განცხადებას პასუხს არ სცემს“,-განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …