მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2 %-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 9.2 %-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3%-ით განისაზღვრა.
2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია,
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები,
მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.