მაიოტაში ძლიერ ციკლონს ასობით ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის ზღვისიქით ტერიტორიას, ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგს, მაიოტას ძლიერი ციკლონი „ჩიდო“ დაატყდა თავს, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანი და შესაძლოა ათასობითაც კი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
”ვფიქრობ, რა თქმა უნდა, რამდენიმე ასეული იქნება, შესაძლოა ათასს, ან რამდენიმე ათასსაც მიაღწიოს”, – განაცხადა პრეფექტმა ფრანსუა-ქსავიე ბიევილმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ყველა მსხვერპლის აღრიცხვა რთულია და შესაბამისად, ამ ეტაპზე, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
ციკლონმა „ჩიდომ“ მაიოტას ღამით დაარტყა. „მეტეო-ფრანსის“ მონაცემებით, ქარის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბა. დაზიანდა საცხოვრებელი, სამთავრობო შენობები და საავადმყოფო. სინოპტიკოსების შეფასებით, კუნძულებს ასეთი ძლიერი ქარიშხალი 90 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ დასტყდომია თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

“პერსონალი გაიქცა, ოჯახი კი შველას ითხოვდა” – სტამბოლში ტურისტულად ჩასული ოჯახის ყველა წევრის სიკვდილის მიზეზი უკვე ოფიციალურად არის ცნობილი: რა გახდა ცნობილი სკანდალურ სასამართლოზე?

ლაშა ფარულავა: მოქალაქე ორმაგად იხდის: ერთხელ გაზრდილი აქციზის გამო, მეორედ იაფი რუსული სანქცირებული საწვავის ხელოვნურად გაძვირებულ ფასად შეძენისას, რომლის დიდი მოგებაც ივანიშვილის გარემოცვაში ილექება