მაია ცქიტიშვილი: ჩემთვის ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ასევე ვიცოდი გზის გაყვანის საჭიროების შესახებ, რადგანაც არსებობდა, როგორც ტერიტორიის მიტაცების რისკი, ასევე…

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მინისტრობის პერიოდში მას ჰქონდა ინფორმაცია როგორც ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების, ასევე, გზის გაყვანის საჭიროების შესახებ.
„მე ვიყავი იმ დროს მინისტრი, ჩემთვის ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ასევე ვიცოდი გზის გაყვანის საჭიროების შესახებ, რადგანაც არსებობდა, როგორც ტერიტორიის მიტაცების რისკი, ასევე, ბორდერიზაციის აქტიური პროცესი მიმდინარეობდა. ვერ გეტყვით, იყო თუ არა შეთანხმებული – ვისთან, რა ფორმით და როგორ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ცნობილი, ჩემთვისაც, როგორც მინისტრისთვის.
საფრთხეებს განსაზღვრავდა შესაბამისი სამსახურები. , ასევე სხვა სამსახურები. მე პირადად მსჯელობაში ჩართული არ ვყოფილვარ. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხის განხილვის ფაქტი ვერ გავიხსენე, თუმცა როგორც გითხარით, ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის თაობაზე მსჯელობა დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში.
სადაც ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ საფრთხე არსებობდა და შესაბამისად, და ჩემი ვარაუდით, სწორედ საფრთხეების შეფასების შედეგად შსს სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული ის ღონისძიებები, რომლებიც იყო.“- განაცხადა პროკურატურის დატოვების შემდეგ მაია ცქიტიშვილმა.
14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“ შეისწავლის.
გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა, ვახტანგ გომელაური, ალეკო ტაბატაძე, კახი კახიშვილი, ალექსანდრე ლომიძე.
გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზეც დაუსვა შეკითხვები. გახარია კომისიაზე 14 აპრილს გამოიკითხა.