მაია ორჯონიკიძე: ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება სამწუხაროდ-უპრინციპობის, ანგარებისა და კონფორმიზმის გამო

“სააკაშვილი ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებული შედეგების შემდეგ ბოიკოტისკენ მოუწოდებდა ნაცმოძრაობას, რომ არ დასჯერებოდნენ ოლიგარქის მიერ სამადლოდ გადმოგდებულ დეპუტატის მანდატებს, მაგრამ პასუხად არათუ პარლამენტში შევარდა, პარტიაც კი შუაზე გაყო, უფრო სწორად მისი პოლიტსაბჭო და არა ნაცმოს რიგითი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი.

იგივე გაიმეორა პარტიის “აქეთ” დარჩენილმა დეპუტაციამ მელიას თამადობით და მანაც უარი თქვა გაყალბებული არჩევნების ბოიკოტირებაზე, ისიც პარლამენტში შევიდა. მაშინ რომ პარტმუშაკებს სააკაშვილისთვის ყური დაეგდოთ, ივანაშვილი დღემდე ვერ მოატანდა, რადგან მაშინ მისი რეპრესიული მანქანა ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაში იყო. ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება სამწუხაროდ-უპრინციპობის, ანგარებისა და კონფორმიზმის გამო. დღეს ამ ე. წ. პოლიტიკოსების ნაწილი თავად ზის ბიძინას ციხეში წლების წინ გამოჩენილი სიბეცის, მიშასთან დაუსრულებელი ჯიბრისა და პოლიტიკური თუ ადამიანური სულმოკლეობის გამო: შური, კონფორმიზმი და უტვინობა მახედ იქცა თავად იმათთვის, ვინც თვითონ არაფერი იცოდა და ვინც იცოდა, იმას არ უსმენდა. ამ ყველაფერს კი ქვეყანა შეეწირა,” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე