: ფაქტია, რომ გაზის გამოყენების დროს ბევრი წესი ირღვეოდა (დასაშვებ დისტანციაზე უფრო ახლოს შესხურება, მათ შორის პირდაპირ სახეში, დახურულ სივრცეში გაფრქვევა და ა.შ.)

ექიმი  ბიბისის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას ეხმაურება;

,,როგორც ყველამ ვნახეთ, BBC გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ თბილისში აქციების დარბევისას გამოყენებული იყო აკრძალული გაზი ბრომობენზილ ციანიდი.

სტატია ეყრდნობა აქციის მონაწილეებში კანის და თვალების წვის, ასევე სუნთქვის პრობლემების იმაზე ბევრად მეტად გახანგრძლივების ფაქტებს, ვიდრე ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზის მიმართ ექსპოზირების შემდეგ ხდება. ასევე, ექიმ კოტე ჩახუნაშვილის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის ფარგლებში გამოიკითხა აქციების სამასზე მეტი მონაწილე.

შესაბამისად, დღეს ბევრი ადამიანი, ვინც აქციებზე გაზის მიმართ ექსპოზირდა, ძალიან ღელავს და ეს სრულიად გასაგებია. მე არ ვარ ტოქსიკოლოგი (და კარგი იქნება ტოქსიკოლოგების მხრიდან რაიმე კომენტარი მოვისმინოთ), მაგრამ რადგან ექიმი ვარ და თანაც ჩემი მეორე პროფესია საზოგადოებრივი ა, ჩემი აზრი მინდა გამოვხატო ამ საკითხზე.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აქციის მონაწილეების და მათი ოჯახის წევრების ასეთი ინტენსიური ნერვიულობის მყარი საფუძველი ჯერ არ გვაქვს და რადიკალურად რაიმეს მტკიცება აქციებზე გამოყენებული გაზის შესახებ ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, უნდა დამშვიდდნენ, ისედაც უკიდურესად სტრესულ გარემოში ვართ ბოლო ერთი წელია.

ფაქტია, რომ გაზის გამოყენების დროს ბევრი წესი ირღვეოდა (დასაშვებ დისტანციაზე უფრო ახლოს შესხურება, მათ შორის პირდაპირ სახეში, დახურულ სივრცეში გაფრქვევა და ა.შ.). ასევე ფაქტია, რომ ბევრი მონაწილე დიდხანს ჩიოდა სხვადასხვა სიმპტომის შესახებ და სერიოზული ეჭვი ჩნდებოდა, რომ ადამიანები უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე აქციების დროს წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზის სტანდარტულ გამოყენებას უნდა გამოეწვია. ეს მართლაც იმით იყო გამოწვეული, რომ რომელიმე აკრძალული ნივთიერების გამოყენება მოხდა, თუ იმიტომ, რომ ყოველგვარი წესების და სტანდარტების გარეშე ხდებოდა გამოყენება, ეს დანამდვილებით არავინ იცის.

სამწუხაროა ის, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრომობენზილ ციანიდის აღმოჩენა ექსპოზირებულ ადამიანში შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 დღე. ამიტომ ახლა რაიმე ობიექტური, ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობილი მონაცემების მოპოვება, როგორც ჩანს, ძალიან ძნელია.

მიუხედავად იმისა, რომ BBC სტატიაში ნახსენები გაზის შესახებ ინფორმაცია მწირია, რადგან ის დიდი ხანია აღარ გამოიყენება და თანამედროვე მეცნიერებას ნაკლებად აქვს კვლევები ჩატარებული, არსებული ინფორმაციით ჯანმრთელობის შორეული მავნე შედეგები იშვიათია.

იმედია ოდესმე გვეღირსება და მომავალში ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, სადაც ადამიანის უფლებები ისე იქნება დაცული, რომ ასეთ თემებზე მსჯელობა აღარასოდეს მოგვიწევს.”