“მათი პროპაგანდაც აღარ მუშაობს, თვითონვე არიან პარალიზებულნი” – ნოდიკო ტატიშვილი აქციიდან

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა, რომელიც პარალამენტის წინ, საპროტესტო აქციაზეა, განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქციაზე გამოიკვეთა არის რა, “ქართული ოცნების” პროგანდაც აღარ მუშაობს.

“მე მახსოვს 100 და 200 ათასობით კაცი რომ იდგა გარეთ, “ოცნების“ წარმომადგენლები იძახნდნე 6 ათასი კაცი დგასო. ესენი არაფერში არ არიან ძლიერები, განსაკუთრებით იმაში უჭირთ, რომ თავიანთ ხალხს ვერ უსმენენ, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ხელისუფლების წყარო.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გამოიკვეთა, მათი პროპაგანდაც აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის, თვითონვე არიან პარალიზებულნი. ერთადერთი კარგი რაც შეიძლება გააკეთონ, ეს არის, დაინიშნოს ახალი , რომელიც ჩატარდება ჯანსაღ პირობებში. ამასთან, უნდა გათავისუფლდნენ ის უდანაშაულო პატიმრები, რაც შეიძლება მალე. მინდა, ახალ წელს, ის უდანაშაულო ადამიანები შეხვდნენ სახლში, ოჯახებთან ერთად“- ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება