„მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის“ – ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, პირველ ლედისთან ოლენა ზელენსკასტან ერთად რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის რომის პაპს:
„მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პონტიფიკოსი მშვიდობის იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ ომის დასრულებაში.
ჩვენ მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა სა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში ხელშესახები შედეგებისთვის. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და მკაფიო ხმას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასაცავად“, – წერს ზელენსკი.
რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი წერტილი სწორედ შეიძლება იყოს.
-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მიიღონ ვატიკანის შეთავაზება, უზრუნველყოს უკრაინისა და ს ლიდერების შეხვედრა.
„ვატიკანმა შემოგვთავაზა ძალიან გულუხვი წინადადება, მათ შორის, ორგანიზება გაუკეთოს არა მხოლოდ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას. ეს არის ის წინადადება, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს არის ადგილი, სადაც კომფორტულად შეიძლება იგრძნოს თავი ყველა მხარემ. ასე რომ, ვიმედოვნებ, მივალთ იმ სტადიამდე, როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება რეგულარულად და ვატიკანი მიიღებს შესაძლებლობას, იყოს მოლაპარაკებების ადგილის ერთ-ერთი ვარიანტი“, – განაცხადა რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში.
18 მაისს, ს ინაუგურაციის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსის შეხვდა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, ვითარება არ შეცვლილა! – პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ

კახა კალაძე 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე – უნდათ, თავისი მხარდამჭერები რაღაცით შეაგულიანონ, გაუბედურებულები არიან, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ – აბა ვინმემ რაიმე გაბედოს, კანონის წინააღმდეგ წავიდეს, ხალხი გამოგიტანთ განაჩენს