,,მადამ ფრანცუჟენკა სადაც თხრის, იქ თხრის, მაგრამ რას თხრის, გაგვაგებინოს“ – ირაკლი ზარქუა

,,ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს:
„გუშინ ვნახეთ გაკოტრებული რადიკალები, რომლებიც საპროტესტო აქციისთვის კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ და 2 000 ადამიანი ძლივს შეკრიბეს, სადაც ჟურნალისტები და პოლიციელებიც იყვნენ. ეს აჩვენებს, რომ გაკოტრებული არიან და მოქალაქეებს ვერაფერს სთავაზობენ. მოქალაქეებს ვეღარ ატყუებენ, ახალგაზრდებიც გაემიჯნენ. ვინც მათთან დგას, დაქირავებულები, აქტივისტები არიან. აგერ, გვირგვინი მადამ ფრანცუჟენკაა. რა უნდოდა? მისი გამოსვლა ოთხჯერ გადავახვიე და რა უნდოდა, ვერ გავიგე. იქ ვინც იყო, სტვენა იმიტომ დაიწყო, რომ ვერ გაიგეს, რა უნდოდა. ერთი ვიცით, სადაც თხრის, იქ თხრის, მაგრამ რას თხრის, გაგვაგებინოს. ჯერ ბოიკოტისკენ მოუწოდა, შემდეგ თქვა, ბოიკოტი შედეგს არ გვაძლევსო, ამ ხალხს აბნევს. ცხვირ-პირი მერამდენედ უნდა წაიმტვრიონ და მერამდენედ უნდა შერცხვეთ? ხელმოცარულებს აფინანსებენ და არ დაიღალნენ? ისე მაინც გააკეთონ, რომ პოლიტიკური სცენიდან ჩუმად გავიდნენ. დაფინანსებულები არიან და ბანცალ-ბანცალით უნდა გამოვიდნენ“

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო