ლურჯი ვეშაპები სეიშელის კუნძულებზე დაბრუნდნენ, სადაც მათი პოპულაცია გასულ საუკუნეში გაანადგურეს

მსოფლიოს ყველაზე დიდი ცხოველები – ლურჯი ვეშაპები ინდოეთის ოკეანის იმ ნაწილში ბრუნდებიან, სადაც მათი პოპულაცია ნადირობის შედეგად სრულად განადგურდა.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია სეიშელების კუნძულებზე, სადაც სპეციალისტებმა წყალქვეშა აუდიომონიტორინგის დახმარებით დაადგინეს, რომ ვეშაპები რეგიონში თვეების განმავლობაში რჩებიან. მათი ვარაუდით, ცხოველები ამ ადგილს გასამრავლებლად იყენებენ.
მისიაში ჩართული მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კონსერვაციონისტების გამარჯვებაა, რადგან 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირის ვეშაპებზე მონადირე ფლოტმა სეიშელებზე ამ ცხოველების პოპულაცია სრულად გაანადგურა.
ამის მიუხედავად, ლურჯი ვეშაპები გადაშენების ზღვარზე მყოფ ცხოველებად ითვლებიან. მათი რაოდენობა დედამიწაზე კატასტროფულად მცირეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ