ლუკა კურტანიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას რაც ათასობით ადამიანმა განიცადა

ლუკა კურტანიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას რაც ათასობით ადამიანმა განიცადა
პირველ რიგში ახალგაზრდებსა და ახალ თაობას ვეტყოდი, ის, რაც ხდებოდა. როდესაც ხელისუფლებაში ხარ და ძალაუფლება გაქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც არის არ უნდა გაგექცეს ის ძალაუფლება, რომელიც ხელში გიჭირავს,-ამის შესახებ ლუკა კურტანიძემ განაცხადა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის მოვლენები განიხილება.
ლუკა კურტანიძის თქმით, ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას და ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას რაც ათასობით ადამიანმა განიცადა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის დროს.
„ჩვენი დღევანდელი რეალობა ის არის, რომ არა იმიტომ, რომ ჩვენ ვინმეს დავუმტკიცოთ, ან ვინმეს დასჯა გვინდა, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას და ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას რაც ათასობით ადამიანმა განიცადა. დაინგრა უამრავი ადამიანის ოცნებები და ფიქრები.
საქართველო – სამშობლო, სახელმწიფო არის ყველასი, მაგრამ მისი მართვა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ახლა თუ რამე ნაბიჯები იდგმება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მომავალ თაობას და მომავალ ხელისუფლებას ვუთხრათ, თუ როგორ უნდა მართონ სახელმწიფო. რა პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო და არ იყო იმ ეროვნული ღირებულებებით გამიჯნული დანარჩენი მსოფლიოსგან, რომელიც შეგინარჩუნებს შენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს და იქნები დანარჩენი მსოფლიოსთვის ისეთი საინტერესო, როგორიც არის სახელმწიფო საქართველო.
დღევანდელი ეს გამოძიებაც ემსახურება იმას, რომ არცერთ ხელისუფლებას მომავალში არ მიეცეს იმის ცდუნება, რომ ჭარბი ძალაუფლების დროს მოხდეს ისეთი უბედურება, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიძინა და რაც ჩვენ ათასობით ადამიანმა მაშინ მივიღეთ.
დღეს არის ის თავისუფლება, მე ვფიქრობ, რომ ცოტა ზედმეტიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩვენი რეალობა“,-განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არის ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებული? ციფრებს დავაკვირდეთ, 17%-ით გაიზარდა დაფინანსება ეკონომიკის, 16%-ით გაიზარდა დეპოზიტები პიროვნებების და დაახლოებით 13%-ით – იურიდიული პირების – სხვა როგორ უნდა შეაფასო თუ არა დადებითად

“თიბისისა” და “საქართველოს ბანკის” აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა – ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი “ბლექ როქია”, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია

„დიფ სთეითმა“ რასაც ვერ მიაღწია ქუჩით, სურს მიაღწიოს ფულით! ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკია“ და სწორედ მათ ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა „დიფ სთეითის“ სახით