გია აბაშიძე: ყალბი რეპორტაჟი ნაცრადიკალებზე Fox News-იდან

„ჟურნალისტი” მასაროს შემდგომი კარიერა არ ვიცი, მაგრამ ტრამპი მის მწვავე კრიტიკოსებს სამაგიეროს რომ უხდის, არაერთხელ გამოვლინდა. კრის მასარო აშშ-ის პრეზიდენტზე წერს: ტრამპს მოსწონს თაყვანისცემა და ავტორიტარული შიში, ეს უფრო მეტია, ვიდრე შოკი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, კრის მასაროს მიერ „ფოქს ნიუსზე“ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი სტატიის გამოქვეყნებას.

ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი ბინძური სტატიებით რომ სექტას მხარდამჭერები არ ემატება, უკვე დავინახეთ, თუმცა, ოპოზიციონერები მაინც უკვეთავენ “ტოქსიკურ სისულელეებს” და ჰგონიათ, რომ რაიმე წინსვლა ექნებათ.

„უსინდისო და ყალბი რეპორტაჟი ნაცრადიკალებზე Fox News-იდან; ავტორი, ტრამპმოძულე კრის მასარო, თავხედურად იტყუება, რომ თურმე აქ ზემასობრივი პროტესტებია და ირანიდან შთაგონებულია; წყაროებად ნაყარნუყარი უსამშობლოები.

ასეთი ბინძური სტატიებით, რომ სექტას მხარდამჭერები არ ემატება, დიდმა პერიოდმა დაგვანახა. უკვეთავენ ტოქსიკურ სისულელეებს და ჰგონიათ, რომ რაიმე წინსვლა ექნებათ.

სიცრუე და მანიპულაციები დასავლური მედიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლებია. ამის გარჩევა ქართულ საზოგადოებაში თავისუფლად შეუძლიათ.

“ჟურნალისტი” მასაროს შემდგომი კარიერა არ ვიცი, მაგრამ ტრამპი მის მწვავე კრიტიკოსებს სამაგიეროს რომ უხდის, არაერთხელ გამოვლინდა. კრის მასარო აშშ-ის პრეზიდენტზე წერს: ტრამპს მოსწონს თაყვანისცემა და ავტორიტარული შიში, ეს უფრო მეტია, ვიდრე შოკი…“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით