ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლუკაშენკო სანქტ-პეტერბურგში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაც.
ამასთან, 26 დეკემბერს ალექსანდრ ლუკაშენკო დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ