ლუდის მწარმოებლების რეიტინგში საქართველო მე-100 ადგილზეა – AAWE

მსოფლიოში ლუდის მწარმოებლების რეიტინგში საქართველო მე-100 ადგილზეა 1,125 ათასი ჰექტოლიტრი ლუდის წარმოებით. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის Facebook-გვერდზე ვრცელდება.
აღნიშნული მონაცემები BarthHaas Report-ის 2022-2023 წლის მონაცემებზე ეყრდნობა.
AAWE-ს რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ლიდერი ლუდის მწარმოებელი ქვეყანა 2022-2023 წლებში ჩინეთი იყო და მან 360.405 ათასი ჰექტოლიტრი ლუდი აწარმოვა. მეორე ადგილზეა – 194,100 ათასი ჰექტოლიტრი ლუდის წარმოებით, მესამეზე ბრაზილია 147.422 ათასი ჰექტოლიტრი ლუდით. ათეულშია: მექსიკა, , იაპონია. ესპანეთი, ვიეტნამი და პოლონეთი.
მეზობელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, 31-ზეა ა 12,280 ათასი ჰექტოლიტრი ლუდის წარმოებით;
35-ზე თურქეთი (9,500 ათასი ჰექტოლიტრი);
38-ზე – ყაზახეთი (7,117 ათასი ჰექტოლიტრი);
53-ზე – ბელარუსი (4,127 ათასი ჰექტოლიტრი);
61-ზე ლიტვა (3,504 ათასი ჰექტოლიტრი);
75-ზე – უზბეკეთი (2.330 ათასი ჰექტოლიტრი);
104-ზე – ლიეტუვა (973 ათასი ჰექტოლიტრი);
114-ზე – აზერბაიჯანი – (595 ათასი ჰექტოლიტრი);
123-ზე – (380 ათასი ჰექტოლიტრი);
126-ზე – ტაჯიკეთი (350 ათასი ჰექტოლიტრი);
128-ზე – სომხეთი (303 ათასი ჰექტოლიტრი).

ასევე დაგაინტერესებთ