გაიაქტიურე ავტოპილოტით ინვესტირება თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე და დასაჩუქრდი

თუ ჯერ არ დაგიწყია ს მობაილბანკში საინვესტიციო პლატფორმაზე ავტოპილოტით ინვესტირება – გაიაქტიურე ფუნქციონალი, მოხვდი პირველ 1000 მომხმარებელს შორის და დასაჩუქრდი Google-ის 5$-ის აქციით. შეთავაზება მხოლოდ ახალი ავტოპილოტის გააქტიურების შემთხვევაში მოქმედებს.

საჩუქარს, ავტოპილოტით ყოველთვიური ინვესტირების შემთხვევაში, თანხის ჩამოჭრის შემდეგ, ერთჯერადად მიიღებ.

პროცესი მარტივია: შეარჩიე მობაილბანკში შენთვის სასურველი აქცია ან ფონდი; ყოველთვიური სიხშირე და თანხა.

ავტოპილოტის ჩართვის შემდეგ, საბანკო ანგარიშიდან, თვეში ერთხელ წინასწარ მითითებული თანხა ჩამოგეჭრება და შენს საინვესტიციო ანგარიშზე აისახება. ავტოპილოტი შენთვის სასურველ აქციებსა და ფონდებს სწორედ ამ თანხით, ავტომატურად შეიძენს.  

ავტოპილოტით ინვესტირება 6,500-მდე კომპანიის აქციასა და ფონდში თანხის ავტომატურად დაბანდებაში დაგეხმარება.

გაეცანი დეტალებს და დაიწყე ინვესტირება ავტოპილოტით თიბისის მობაილბანკში.

არ გადადო, დააბანდე.

ასევე დაგაინტერესებთ