ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრა დასრულდა

ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრა დასრულდა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დატოვეს.
ლიდერებმა რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი, რეზიდენციის შენობაში დაბრუნდნენ. მათ შორის მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში გაგრძელდება.
მოგვიანებით, ლონდონიდან ბრიუსელში გაფრინდება, სადაც ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”