ლონ­და თო­ლო­რა­ია: ამდენი პირი ერთდროულად (ერთ ჯერზე) ბოლო 10 წელია არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია. არათუ ერთ ჯერზე …

“ათასობით მსჯავრდებული ამნისტიით გამოუშვეს, ყოველგვარი კვლევის, რისკების შეფასების გარეშე. ამის შედეგები მალე გამოჩნდება. ამ კანონში ყველა ის დანაშაული ჩაწერეს, რისი ჩაწერაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. როგორც ჩანს, კანონის მიღმა მაინც დარჩა ხალხი, ვინც ამნისტიით ვერ გამოუშვეს. შესაბამისად, დიდი ალბათობით ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს, საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი.
ამდენი პირი ერთდროულად (ერთ ჯერზე) ბოლო 10 წელია არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია. არათუ ერთ ჯერზე, იშვიათად, რომელიმე წელს ამდენი მსჯავრდებული შეეწყალებინა ვინმეს. შეწყალებით სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების სტატისტიკა ასეთია: 2024 წელი – 69, 2023 – 46, 2022- 23, 2021 – 18, 2020 – 20, 2019 – 47, 2018 – 362, 2017- 548, 2016 – 579, 2015 – 730, 2014 – 555, 2013 – 857.
არასამთავრობო სექტორია ,,გამჭვირვალობის კანონის” მომღებმა ხელისუფლებამ იქნებ გვითხრას, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს, რატომ, შეწყალების კომისიაში ვინ იყვნენ და როგორ მოახერხეს ეს ასე მოკლე დროში,”  – წერს სოციალურ ქსელში იურისტი, სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია “ჩემი ხმის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ცენ­ტრის” დი­რექ­ტო­რი ლონ­და თო­ლო­რა­ია.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: იმდენი “ღიმილი” უნახავს და გაუვლია ისტორიას და მერე, ასე “გაღიმებულად” გაუშვიათ “ზოგიერთი”, რაკეტებს,  “კობზონის” მოუსავლეთში “ პუტინის გემბანის” მიმართულებით, რომ რა ჩამოთვლის…

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს