ლოიდ ოსტინმა იოავ გალანტს განუცხადა, რომ ისრაელმა რაფაჰში მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა დაიცვას

-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა და მისმა ისრაელელმა კოლეგამ, იოავ გალანტმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების გადაადგილებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობას რაფაჰში ჰამასის წინააღმდეგ ნებისმიერი ოპერაციის დაწყებამდე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რაფაჰში ორი მძევლის გათავისუფლების მიზნით ს მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე და მძევლების გათავისუფლების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.