ლოიდ ოსტინი: უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით

უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით, – ამის შესახებ -ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში მე-19 შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

“ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებით პუტინი ფიქრობდა, რომ დაეცემოდა, მაგრამ ძალიან შეცდა. უკრაინამ გაუძლო ამ შემოჭრას წარმოუდგენელი სიმამაცითა და ფენომენალური უნარით”, – განაცხადა ოსტინმა.

თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შემცირებას ელის. ოსტინის თქმით, ამის ფონზე აშშ-ისა და კოალიციის სხვა წევრების მხარდაჭერა ურყევი რჩება, ვინაიდან ეს სწორია და თავად აშშ-ის უსაფრთხოების საბაზისო ინტერესებში შედის.

“ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე, – ვიცი, რომ თქვენ ასევე ხართ – ეს საკონტაქტო ჯგუფი სიმტკიცითაა სავსე და ურყევია. აშშ უკრაინასთან ერთად დარჩება, და უკრაინას დაუჭერს მხარს პუტინისტური იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში…

უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით”, – განაცხადა ოსტინმა.