ლოზუნგით – „არა რუსულ კანონს” აქცია ოზურგეთშიც გაიმართა

„არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით ოზურგეთში აქცია გაიმართა.
ჭადრების ბაღში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ასევე, პოლიტიკოსები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, დაუშვებელია კანონპროექტის მიღება, რადგან ის ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და სამოქალაქო სექტორის მარგინალიზებას შეუწყობს ხელს.
,,ამ კანონის მიღებით ხელისუფლება ცდილობს ჩვენს ქვეყანას დააკარგვინოს ევროინტეგრაცია, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე, ახალგაზრდა დაკარგავს განათლების უფლებას, კარგ ჯანდაცვას, კარგ სასამართლოს და ქვეყანას ისევ ს ორბიტაზე დააბრუნებს. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ კანონის მიღებას – კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, – განაცხადა ოთო მღებრიშვილმა.
აქცია სამოქალაქო მოძრაობა ‘'თავისუფლებისთვის'' ორგანიზებით გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…