ლიკა გუნცაძის პასუხი უცნობს – ასე როდის მოასწარი ფსკერზე დაშვება! ბიჭებს თავი დაანებე! გაგცეს უკვე პასუხი და ეხლა მოისვენე

ანდრო ჭიჭინაძის დედის, ლიკა გუნცაძის პასუხი უცნობს:

პანჩურით გამოვყრიდიო უცნობამ და მერე იქვე სიკეთის გაკეთება მინდოდაო🤣 აღიარა თემა შემოვაგდეო და მოიტყუა ბოდიში და მონანიება არ მიხსენებიაო. აი ესაა გია პროპაგანდა! ტყუილი, იქვე დაბოლება იქვე სუპიჭამიების გაბრიყვება! ქალზე რომ იმას იტყვი რაც თქვი და როგორც თქვი მზიას ვგულისხმობ რამე წმინდა გაგაჩნია?!!! იქვე ქალისმაგვარი რომ გიზის და კომენტარს აკეთებს, პირს რომ აღებს და მარგალიტები ამოსდის საინფორმაციო პატარა ღრუდან პატარა ტვინიდან რომ მოედინება 🤣.ეხლა ვიტყვი! საერთოდ არ გრცხვენია დამჯდარხარ და ჩემს კომენტარს შენი ჩაძირული ნავიდან რომ ფურცლიდან კუთხულობ 🤣 ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით, ოდესღაც ვმეგობრობდით, საერთო ნაცნობებიც და “მეგობრებიც” გვყავდა და გვყავს, ასე როგორ დაკარგე ნამუსი!? ერეთი უწყინარი ბიჭი იყავი თეატრალურში არაფრით გამორჩეული. მერე სიმღერა დაიწყე ვაგონი და რამე. რაღაც იმიჯი გაყიდე მერე პოლიტიკაო კი ბატონო, და ასე როდის მოასწარი ფსკერზე დაშვება! მართლა 30 იანი წლები ხო არ გგონია?! 21 საუკუნეა! პანჩურით გამოაგდებ კი არა ეგ პანჩური უკან არ მოგხვდეს ბუმერანგივით! ვის მოიხსენიებ შენ პანჩურგამოგდებულებად ?! დაფიქრდი ვაგონო! მაგ ვაგონით არ მოგიწიოს შორს წასვლა 😊 ნავში ზიხარ მარა წყალი არ შეგიდგეს და არ ჩაიძირო. ფრთხილად! ბიჭებს თავი დაანებე! გაგცეს უკვე პასუხი და ეხლა მოისვენე. შენი შემოგდებული თემა როგორც შენ თვითონ აღიარე არავის არ უჭამია. ასეთი დიდი წარმიდგენისაც ნუ ხარ შენს თავზე. რასაც დაგიწერენ თქვიო ცოტა ნიჭიერად მაინც თქვი, ტყუილზე ნერწყვის გადაყლაპვაც გიჭირს. ვხედავ! ბოლო ბოლო მეც მსახიობი ვარ და კარგად ვარჩევ როდის ტყუის სცენაზე არტისტი და როდის გულწრფელია. მაყურებელს ვერ მოატყუებ. მიდი ეხლა და ნავში მიუსვი ნიჩბები და იკითხე ჩემი ტექსტები სანამ არ დაიღლები. ხო სტუმრებს აკატავებ მაგ ნავში უაღრესად საინტერესოს 😀 პროპაგანდისტობასაც ნიჭი და განათლება უნდა გენაცვალოს ლიკა გუნცაძე.

შეგახსენებთ:

“არც ხელისუფლების შეწუხებას ვაპირებ, არც საპატრიარქოს შეწუხებას, ხელმოწერების შეგროვებას ვაპირებ ანდროს გამოშვებაზე და იმ ბიჭების, რომლებიც მართლა გამოსაშვებია და ანდროსნაირად იყვნენ იქ მისულები.
(…) მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად გავაკეთებ ამას, რომ ხელმოწერების შეგროვება დავიწყოთ იმიტომ, რომ ამათი მთავარი ამბავი არის, რომ იყვნენ ციხეში და პოლიტიკური სპეკულაციები აკეთონ, პრესაში, მედიაში თუ აქ.
მე მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ესე ვთქვათ, ვითომ მედიის კორიფეს, სახაროვის პრემია კიარა ჩვეულებრივი მოძალადეა, პოლიციელს დაარტყა სილა, რა სახაროვი, ყველამ იცის ეგ ამბავი ხო? და ყველამ ნახა, ვის რაში სჭირდება შენი მედია, მედიები გყავთ აგერ გრიგოლიები და ქვეყანა მედიები ვერაფერს ვერ აკეთებენ, მზია ამაღლობელს რა უნდა გაეკეთებინა, ვინ იცნობდა საერთოდ მზია ამაღლობელს, “სახაროვის პრემია”, მაგრები ხართ…
როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა, არ ღირს მაგათთან არავითარი ლოლიავი, პოლიტიკური პროტესტების აშენება მაგათ ხარჯზე, ასე რომ დავიწყებთ ჩვენ ხელმოწერების შეგროვებას მათ გათავისუფლებაზე და მაინტერესებს ვინ მოაწერთ ხელს და ვინ არა, რომ დაგადგებიან პირდაპირ ჟურნალისტები კალმისტრებით.
ხო ხართ თან ბევრნი, ერთად ყველამ, რომ მოაწეროთ ჩვეულებრივ გამოვლენ და თუ თქვენ არ მოაწერთ, ჩვენ მოვაწერთ და მაინც გამოვლენ, ოღონდ პანჩურით.” – თქვა ოცნების პროპაგანდისტმა, უცნობმა თავის გადაცემაში “უცნობის კიდობანი” რეჟიმის პატიმრებზე

ასევე დაგაინტერესებთ