ლიანა მუშკუდიანი: ჩემი თუ ამ რეჟიმს ეშინია, კალოშებიანი ლიანა მუშკუდიანის, მაშინ ეგ რეჟიმი უკვე დამხობილია (ვიდეო)

“ჩემი თუ ამ რეჟიმს ეშინია, კალოშებიანი ლიანა მუშკუდიანის, მაშინ ეგ რეჟიმი უკვე დამხობილია“– ამბობს ლიანა მუშკუდიანი, რომელმაც ზაჰესის იზოლატორი დღეს დატოვა.
ის კანონის გამკაცრების შემდეგ გზის გადაკეტვისთვის დააკავეს და სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი დავით სიმონია:

ლიანა 64 წლის ყოფილა. სასამართლომ ადვოკატის გარეშე შეუფარდა 3 დღიანი პატიმრობა გზაზე დგომისთვის. პოლიციასაც არ დაუკლია და სამოცკაციანი სპეცოპერაციით გაუტაცებია. 64 წლია ქალი. 60 კაცით.
მზია ამაღლობელის სილა რას მივა იმასთან, რასაც სასამართლოს ან პოლიციას უშვება “ოცნება”, მაგრამ ამ ვიდეოში მთავარი ის სილაღეა, რითიც ეს ქალი სინამდვილეში საკმაოდ მძიმე ამბავს ყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია: ბატონმა მადიარმა თქვა, რომ ის არ აპირებს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაერიოს, რასაც ვიქტორ ორბანი აკეთებდა, როცა „ქოცურ“ რეჟიმს ღიად უჭერდა მხარს – ეს არის ორბანის მავნებლური კურსის პირდაპირი ცვლილება

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მისი მთავრობა აღარ დააფინანსებს ქვეყანაში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) ჩატარებას, რომლის ყოველწლიურად მიწვეულ სტუმრებს შორის ქართული ოცნების პრემიერმინისტრებიც იყვნენ