ლელა ჯეჯელავა: ჯარისკაცი გარდაიცვალა, შეურაცხყვეს, ოთხი შვილის დედა, დაჯდა საშიმშილოდ, შეურაცხყვეს…

“ჯარისკაცი გარდაიცვალა, რომელსაც ხელიდან იარაღი არ გაუგდია ამ ქვეყნის დასაცავად, შეურაცხყვეს, ოთხი შვილის დედა, ქალი დაჯდა საშიმშილოდ, ისედაც შერყეული ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდო ამ ქვეყნის მომავლისათვის, შეურაცხყვეს. შვილების და შვილიშვილების ტოლ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში დგანან თავისუფლებისათვის უშვერი სიტყვებით ლანძღავენ . რა ხალხია, საიდან მოვიდნენ, სად მიდიან? გაოცებას ვერ გადავეჩვიე მაინც. ეს ხომ ის ხალხია უკუღმა რომ იგინებიან საკუთარ დედებზე , ” ქართულად” , “ჯიგრულად” და ტრადიციებს და ქრისტიანობას იცავენ!”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ – არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან ივანიშვილის არაბულ აფიორასთან, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება