ლევან ხაბეიშვილი – მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, კიდევ კანონის შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს – დანარჩენს დედამიწაზე არავის არაფერი გაეგება

მხოლოდ მ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, დანარჩენს არავის დედამიწაზე არაფერი არ გაეგება – კანონის შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს მოსკოვში , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს.
ამით ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„არ იცის, ვერ გაიგეს და ვერ წაიკითხეს, ამერიკაში – სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერ წაიკითხა, ვერ გაიგო ამერიკის ელჩმა, ვერ წაიკითხა ევროკავშირის ელჩმა, არ იცის გერმანელმა, ლიტველმა, პოლონელმა, ფრანგმა, ესტონელმა. მოტყუვდა, ვერ გაიგო ცუკერბერგმა, ექსპერტებმა, მსოფლიოში ავტორიტეტულმა არასამთავრობოებმა და დიპლომატებმა.
მხოლოდ მ, მ და მ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, დანარჩენს არავის დედამიწაზე არაფერი არ გაეგება. ჰო და კიდევ, შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს მოსკოვში.
არა რუსულ კანონს! კი – ევროპას!”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი კავკასიაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – თუ ეს კანონი დააზიანებს ჩვენს მიდგომას, ამას მომავალში ვნახავთ – ჩვენ შევაფასებთ ვითარებას და გვექნება გზამკვლევი

რომან გოცირიძე – მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთაც სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან – აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ