ლევან ხაბეიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად იაპონიის ელჩს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
როგორც ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და 2024 წლის არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან პირობებში ჩატარების მნიშვნელობას.
„2024 წელს ხელისუფლება შეიცვლება. საქართველოში უნდა განვითარდეს რკინიგზა, აშენდეს აეროპორტები, მოეწყოს ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვანია, გავიზიაროთ იაპონიის გამოცდილება ამ მიმართულებით. ცხადია, ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე და 2024 წლის არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან პირობებში ჩატარების მნიშვნელობაზე. ელჩს მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისა და საქმიანობისთვის, რასაც იაპონია აკეთებს საქართველოსთვის. მათ შორის, იმ უამრავ პროექტზე, რომელსაც სხვადასხვა რეგიონსა თუ ქალაქში ახორციელებენ“, – წერს ხაბეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ