ლევან ცუცქირიძე: თბილისში თენდება დილა, რომელიც გადაწყვეტს ამ ქალაქის თავზე წითელი დროშა იფრიალებს თუ ხუთჯვრიანი

“ვის რისკენ უნდა მოვუწოდო? ვინც თანამოაზრეა გარეთაა სულ: ხან დილით, ხან დღისით, ხან ღამით. შეხსენებაც არ გვჭირდება, ისე ვენაცვლებით და ვეხმარებთ ერთმანეთს. რაღა დროს პარტიებია, ყველა ერთად ვიბრძვით. ყველანი ვაყალიბებთ ერთობლივი წინააღმდეგობის კომიტეტს.
ყველა პოლიტიკოსმა და მოქალაქემ თვითონ გადაწყვიტოს აქ არის, თუ ოცნების ღალატის თანამონაწილეა.
სირცხვილი თქვენ: მდუმარენო და შორიდან მოქილიკენო!
თბილისში თენდება დილა, რომელიც გადაწყვეტს ამ ქალაქის თავზე წითელი დროშა იფრიალებს თუ ხუთჯვრიანი,” – წერს სოციალურ ქსელში ლევან ცუცქირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს