ლევან ღამბაშიძე: ჩვენ სადაც მივდივართ, იმ წერტილში რეჟიმი ისეთი სუსტი უნდა იყოს, რომ 3000 სპეცრაზმი ჯალათი კი არა, სამი კაცი ვერ შეკრიბოს თვითმფრინავზე ბარგის ასაზიდად

“რაღაცეები მგონია რომ ძალიან ცხადია, მაგრამ მაინც თურმე არ არის ხოლმე.
ვართ ბრძოლაში. ამ ბრძოლას ორი ფრონტი აქვს: საშინაო და საგარეო. ორივე ფრონტზე განვითარებული მოვლენები ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. დაახლოებით ასე:
უარი თქვა რეჟიმმა დასავლეთზე – გავბრაზდით ჩვენ და გავედით ქუჩაში – გვაწამა რეჟიმმა – გამოვიდა უფრო მეტი ხალხი ქუჩაში – დასავლეთმა დაიწყო სანქციებზე ლაპარაკი – ისევ გავედით ქუჩაში – გვაწამა რეჟიმმა და დაიჭირა ჩვენიანები – იმედიდან და რუსთავიდან წამოვიდა ხალხი – დასავლეთმა დაასანქცირა გომელაური და ხარება – რეჟიმმა დააწინაურა და დააჯილდოვა გომელაური და ხარება – სალომე შეხვდა მაკრონს და ტრამპს – მაკრონმა ჩაწერა ვიდეო – რეჟიმმა აგინა ევროპარლამენტარებს და მაკრონს – ვილსონი გადაფსიხდა – ჩვენ გავაკეთეთ ჯაჭვი – ივანიშვილი დაასანქცირეს – ყაველაშვილი აბლუყუნეს არალეგიტიმურ პარლამენტში – საქართველოში გაფორმდა ორმეფობა….
ხოდა ხო ატყობთ რომ პროცესი მდინარეა? ხო ატყობთ მის განვითარებას? საბოლოო წერტილს ხომ ხედავთ, თუ სად უნდა მივიდეს ეს პროცესი? ხოდა მოდით დავფიქრდეთ, ამ პროცესში ზურაბიშვილის ცემასა და სასახლიდან გამოთრევას რა ფუნქცია ექნებოდა.
ქვეყნის შიგნით უფრო მეტი ხალხი მიხვდებოდა რომ რეჟიმი ცუდია? ქვეყნის გარეთ უფრო მეტი ხალხი მიხვდებოდა რომ რეჟიმი არალეგიტიმურია და სანქციებს დააწესებდა?
მეგობრებო: ივანიშვილს რეჟიმს არავინ აღიარებს ლეგიტიმურად, არც შიგნით და არც გარეთ; სანქციების პროცესი დაძრულია და მაგას არაფერი არ შეცვლის; აწი უფრო და უფრო მეტი სანქცია იქნება რეჟიმისთვის. ეს ამბავი უკვე გაფორმებულია.
ჩვენ სადაც მივდივართ, იმ წერტილში რეჟიმი ისეთი სუსტი უნდა იყოს, რომ 3000 სპეცრაზმი ჯალათი კი არა, სამი კაცი ვერ შეკრიბოს თვითმფრინავზე ბარგის ასაზიდად. ვაართ ეხლა მაგ წერტილში? არ ვართ. სანქციებმა უნდა დაიწყოს შედეგის გამოღება. მეტი რეჟიმის ბიზნესი უნდა შეწუხდეს, რეჟიმს ფული უნდა მოაკლდეს, სამწუხაროდ ჩვენს თანამოქალაქეებსაც, რომლებიც დღეს გოზინაყს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე საკუთარი დებისა და ძმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს…
მინდა რომ დღეს-ხვალ დასრულდეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. მჯერა ამის – არა.
ხოდა წარმოისახეთ საბოლოო მიზანი, გაიაზრეთ სად ვართ ეხლა და ყოველ დღე დააკალიბრეთ თქვენი მდგომარეობა ამ ცოდნის საფუძველზე.
რაც მნიშვნელოვანია: საკუთარი და სხვისი ქმედებაც მხოლოდ ამ დიდი პერსპექტივის ჭრილში განიხილეთ. საკუთარ ინდივიდუალურ ქმედებას ჩვენ თავად ვაკონტროლებთ, სხვისას ვერ ვაკონტროლებთ. ამიტომ სხვის ქმედებაზე არც პასუხისმგებლობას ვიღებ და არც იმედგაცრუების საფუძვლად ვაქცევ მას.
გინდათ რომ ვინმეს აჩვენოთ რა სასტიკია რეჟიმი? აგერ მიდით ნებისმიერ სტრატეგიულ ობიექტთან და გააკეთეთ ის, რის გაკეთებასაც რატომღაც ზურაბიშვილს თხოვდით. დარწმუნებული ვარ თქვენი ეს მსხვერპლი უკვალოდ არ დაიკარგება. მაგრამ იგივეს სხვას ნუ მოსთხოვთ, თუკი თავად ამას არ აკეთებთ.
გრძელვადიან ბრძოლაში ვართ. გრძელვადიან და მშვიდობიან ბრძოლაში. ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კრეატივი, სიყვარული, მეგობრობა და ყველაფერი კარგი… იქით არის სიბნელე და . მეტი არაფერი.
ერთი თვის წინ იმაზე ვნერვიულობდით ვინ შეძვრებოდა ოპოზიციიდან პარლამენტში. დღეს იქ ვართ სადაც ვართ. როგორ ვერ უნდა ირწმუნოთ რომ ვიგებთ?
ასე რომ, თავი ზემოთ, მხრებში გავიმართოთ და გავაგრძელოთ იმის კეთება რასაც აქამდე ვაკეთებდით და გვჯეროდეს დინების, რომელიც წალეკავს ამ ჭუჭყს და მის ნაცვლად რაღაც საოცრებას დაბადებს,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .